...
Skip to content Skip to footer

ძრავის რეცხვა

ძრავისა და მისი განყოფილების გაწმენდა ავტომობილის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. გარდა იმისა, რომ ეს აუმჯობესებს ვიზუალს და ავტომობილს უფრო მოწესრიგებულად აქცევს კაპოტის ახსნისას, სწორად შესრულებული წმენდა ასევე ეხმარება ძრავის კომპონენტებს გაუმჯობესებულ მუშაობაში. რეგულარული მოვლა ხელს უშლის მტვრისა და ჭუჭყის დაგროვებას, რაც შესაძლოა მომავალში ძვირადღირებული სერვისების საჭიროებას გამოიწვევდეს.

ძრავის რეცხვა

ძრავის რეცხვა ორთქლით

ორთქლით ძრავის გაწმენდა წარმოადგენს უსაფრთხო და ეკო-მეგობრულ მეთოდს, რომელიც ეფექტურად აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყსა და დაბინძურებას ზედმეტი ქიმიური საშუალებების გარეშე. მაღალტემპერატურული ორთქლი საშუალებას გვაძლევს მოვუწესრიგოთ ძრავის რთულად მისადგომი ადგილებიც, რაც ტრადიციული მეთოდებით ხშირად შეუძლებელია.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ორთქლის ნაკადის მიმართულების კონტროლი უფრო მარტივია, ვიდრე წყლის, რაც ამცირებს ელექტრო კომპონენტების დაზიანების რისკს. თუმცა, ორთქლით წმენდა შედარებით ხანგრძლივი პროცესია და მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე მაღალი წნევით წყლის გამოყენება.

ძრავის ჩარეცხვა

ძრავის ჩარეცხვა და ე.წ. „დაკერხერება“ (მაღალი წნევის აპარატით წყლის ნაკადის გამოყენება) ავტომობილისთვის საკმაოდ სარისკოა. ძრავის განყოფილებაში განთავსებულია მანქანის ძირითადი ელექტრო და მექანიკური კომპონენტები, როგორებიცაა მანქანის კომპიუტერი, ელექტროსისტემა, ჰიბრიდული მოდული და სხვა. თუ რომელიმე ელექტრო კაბელი დაზიანებულია, წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, რაც ელექტროსისტემის ან კომპიუტერის დაზიანებას მოიტანს.

გარდა ამისა, მაღალი წნევის წყლის გამოყენებით წმენდა ხშირად არ უზრუნველყოფს ხანგრძლივ სისუფთავეს, რადგან სწორად დამუშავებისა და შემდგომი დაცვითი საფარის გარეშე, ძრავის განყოფილება კვლავ სწრაფად ბინძურდება. სწორედ ამიტომ, უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივაა ორთქლით წმენდა, რომელიც გაცილებით ნაკლებ რისკს შეიცავს.

ძრავის რეცხვა

ძრავის დეტალური წმენდა

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ძრავის წმენდა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით.

პროცესი იწყება ძრავის განყოფილების სპეციალური ხსნარით დამუშავებით, რომელიც არბილებს ჩამჯდარ ჭუჭყს, ზეთის ლაქებს, მტვერსა და ტალახს. შემდეგ ეტაპზე, ყველა დეტალი ხელით იწმინდება სპეციალური ფუნჯებისა და ხელსაწყოების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სისუფთავეს.

საბოლოოდ, დეტალები მუშავდება ორთქლით, რაც ღრმად აღწევს ძნელად მისადგომ ადგილებშიც. გაშრობის შემდეგ, პლასტმასის კომპონენტებს ვუსვამთ სპეციალურ დამცავს, რომელიც ჰიდროფობური თვისებების წყალობით იცავს ზედაპირს ჭუჭყისა და UV გამოსხივებისგან, აღადგენს ქარხნულ ფერს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა გამოყენებული პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა და არ ზიანს აყენებს ავტომობილის ფუნქციონირებას.

50₾-დან

სერვისის ჩატარებისას, არ ხდება წყლის პირდაპირი კონტაქტი განყოფილების არცერთ დეტალთან.

სერვისში შედის

ავტომობილის მთლიანი ძრავის განყოფილება იწმინდება ხელით, უსაფრთხოდ და დელიკატურად. არ ხდება მაღალი წნევის აპარატით ე.წ. “დაკერხერება ან/და ჩარეცხვა”

დაუბრუნე ძრავს პირვანდელი ბზინვარება

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.