...
Skip to content Skip to footer

ფარების პოლირება

ფარების პოლირება

ავტომობილის მოვლისას, ერთ-ერთი ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ აუცილებელი კომპონენტი ფარებია. ისინი არა მხოლოდ უზრუნველყოფენ ხილვადობას დაბალ განათებაში, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენენ მგზავრობის უსაფრთხოებაზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფარები შესაძლოა დაბურული, გაყვითლებული ან უფერული გახდეს მზის ულტრაიისფერი სხივებისა და გარემოს ზემოქმედების შედეგად. ეს არამარტო ამცირებს ავტომობილის ესთეტიკურ იერსახეს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს განათების ეფექტურობას, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.

ფარების პოლირება არის პროფესიონალური სერვისი, რომელიც ამ პრობლემას საფუძვლიანად აგვარებს. პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რაც ხელს უწყობს ფარების პირვანდელი სისუფთავისა და გამჭვირვალობის აღდგენას.

სიკაშკაშისა და ვიზუალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მექანიკური ან ორთქლით პოლირება. ორივე მეთოდი ეფექტურია, თუმცა მათ შორის გარკვეული განსხვავებები მაინც არსებობს.

მექანიკური პოლირება

მექანიკური პოლირება ფარების აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. პროცესი იწყება ფარების საფუძვლიანი გაწმენდით, რათა მოიშოროს მტვერი, ჭუჭყი და ღრმად ჩამჯდარი ნარჩენები. შემდეგ ეტაპზე, ფარები მუშავდება სხვადასხვა სიგლუვის ზუმფარით, რაც ხელს უწყობს დაზიანებული ზედაპირის ფრთხილად მოცილებას.

როდესაც ზედაპირი მომზადებულია, პოლირების სპეციალური აპარატისა და მაღალი ხარისხის პასტების დახმარებით, ფარებს უბრუნდება გამჭვირვალობა და პირვანდელი ბზინვარება. შედეგად, მანქანის ფარები არამარტო ესთეტიკურად გამოიყურება უკეთ, არამედ მნიშვნელოვნად უმჯობესდება მათი განათების ეფექტურობაც.

ფარების პოლირება

ფარების პოლირება ორთქლით

ორთქლით პოლირების პროცესი მექანიკურ პოლირებას ჰგავს, რადგან ორივე მოიცავს ფარის საფუძვლიან გასუფთავებას და დაზიანებული ზედაპირის ზუმფარით დამუშავებას. თუმცა ფარების ორთქლით პოლირება განსაკუთრებული ტექნიკაა.

დამუშავების შემდეგ, სპეციალური სითხე გაცხელდება მაღალ ტემპერატურაზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორთქლი, რომელიც ღრმად აღწევს ფარის ზედაპირში. ეს პროცესი აღადგენს მას, უბრუნებს თავდაპირველ გამჭვირვალობას და უზრუნველყოფს ქარხნულ იერსახეს.

პოლირება

კერამიკული პოლირება

პოლირება არ წარმოადგენს მუდმივ პროცესს, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ ფარები კვლავ კარგავენ გამჭვირვალობასა და სიკაშკაშეს გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამო.

თუმცა, ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ნანო კერამიკული საფარი და დამცავი ვაქსი (WAX).

ორივე მეთოდი ქმნის დამატებით დამცავ ფენას, რაც ხელს უშლის ფარის ზედაპირზე პირდაპირ ზემოქმედებას. განსხვავება მათ შორის არის გამძლეობა:

WAX უზრუნველყოფს მოკლევადიან დაცვას და მისი ეფექტი რამდენიმე თვემდე ძლებს.

ნანო კერამიკა კი უფრო ხანგრძლივია და შეუძლია ფარების დაცვა რამდენიმე წლის განმავლობაში.

50₾-დან

სერვისის ჩატარება შესაძლებელი და ეფექტურია იმ ფარებზე, რომლებიც არ არის დაზიანებული შიგნიდან.

სერვისში შედის

პროცესი მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით.

დაუბრუნე ფარებს პირვანდელი სახე

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.