...
Skip to content Skip to footer

მანქანის ქიმწმენდა

მანქანის ინტერიერი ის სივრცეა, სადაც ადამიანი მნიშვნელოვან დროს ატარებს. ეს არის პირადი გარემო, რომელიც მგზავრობისას უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ესთეტიკური და სუფთა. ჩვენი მანქანის ქიმწმენდის სერვისი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება – ინტერიერის სრულყოფილი გაწმენდა, რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდება ქარხნულ მდგომარეობას, რაც მოგცემთ კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობის გამოცდილებას.

მანქანის ქიმწმენდა

მანქანის ქიმწმენდა მხოლოდ ხილული მტვრისა და ჭუჭყის მოცილებას არ გულისხმობს – ეს არის კომფორტული, ჰიგიენური და ესთეტიკური გარემოს შექმნა. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს მანქანის ინტერიერის ყოველი დეტალის საფუძვლიან გაწმენდას, რაც არა მხოლოდ სისუფთავეს, არამედ უსაფრთხო და ვიზუალურად სასიამოვნო სივრცეს გთავაზობთ.

ორთქლით წმენდა

ქიმწმენდა ორთქლით დეტალური გაწმენდის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია. მაღალი ტემპერატურის ორთქლის გამოყენებით საფუძვლიანად ვაშორებთ სხვადასხვა სახის დაბინძურებას, ვანადგურებთ ბაქტერიებს და ვაქრობთ არასასურველ სუნს. ამ მეთოდით შესაძლებელია რთულად მისადგომი ადგილების ეფექტური გაწმენდა და დეზინფექცია, მათ შორის, სალონის დეტალებისა და საჰაერო სისტემის. შედეგად, ინტერიერი იძენს სისუფთავეს, სიგლანტეს და განახლებული სახით გიბრუნდებათ.

ორთქლით ქიმწმენდა

ავტომობილის ქიმწმენდა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი ავტომობილის სისუფთავე, არამედ თქვენი, თქვენი ოჯახის და შინაური ცხოველების უსაფრთხოებაც. ამიტომ, ვიყენებთ მხოლოდ სპეციალურად შერჩეულ და სწორად დოზირებულ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად წმენდს ინტერიერს და ამავდროულად არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

ავტომობილის ქიმწმენდა სრულდება ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული პროდუქტებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიგიენას. პროცედურის დასრულების შემდეგ, ინტერიერი სრულიად უსაფრთხოა როგორც კანთან შეხების, ასევე სუნთქვისთვის.

ქიმწმენდა ფასი

ქიმწმენდა: ფასი დამოკიდებულია ავტომობილის სალონის ზომაზე, დაბინძურების დონეზე და გამოყენებულ პროფესიონალურ საშუალებებზე. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ფასებს, რომლებიც მოიცავს სრულყოფილ მომსახურებას – ქსოვილის, ტყავისა და პლასტმასის ელემენტების ღრმა წმენდას.

ჩვენი სერვისის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს და უზრუნველვყოთ თქვენი ავტომობილის სისუფთავე და კომფორტი. დამატებითი ინფორმაციისთვის და ზუსტი ფასის მისაღებად, დაგვიკავშირდით ახლა!

250₾-დან

სერვისის ჩატარება შესაძლებელია როგორც მთლიან მანქანაზე, ისე კონკრეტულ არეალზე.

სერვისში შედის

ყველა საჭირო ნაბიჯი იდეალური სისუფთავის, ვიზუალისა და კოფორტის მისაღწევად.

დაუბრუნე შენს ავტომობილს პირვანდელი სახე
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.